Terms of service

კომპანიის ინფორმაცია

  • დასახელება: Depmall

  • საკონტაქტო ნომერი: +995 500 056 580

  • ელ–ფოსტა: hello@depmall.com

ზოგადი პირობები

Depmall-ზე პროდუქციის შეძენით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.

კომპანიის ვალდებულებები

Depmall იღებს ვალდებულებას მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქტი, რომელიც შეესაბამება აღწერილობასა და დასახელებულ მახასიათებლებს, რომლებიც მითითებულია პროდუქტის გვერდზე.

პროდუქციის დაბრუნება და გაცვლა

  • მომხმარებელს აქვს უფლება, პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს დაბრუნების მოთხოვნა.

  • პროდუქტი უნდა იყოს ორიგინალური შეფუთვით, დაუზიანებელი, გამოუყენებელი და სრულ კომპლექტაციაში.

  • პროდუქტის დაბრუნებისას ტრანსპორტირების ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქტი აღმოჩნდა ქარხნული წუნით.

გარანტია

  • პროდუქციაზე მოქმედებს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საგარანტიო პირობები, რომლებიც მითითებულია პროდუქტის აღწერაში.

  • გარანტია მოიცავს პროდუქტის უსასყიდლო შეკეთებას ან შეცვლას, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი აღმოჩნდება დაზიანებული ან გაუმართავი საგარანტიო პერიოდის ფარგლებში.

 

ფორს-მაჟორი

Depmall არ აგებს პასუხს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, თუ ეს გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სტიქიური უბედურება, საომარი მოქმედებები, სამთავრობო შეზღუდვები ან სხვა დაუძლეველი გარემოებები.

ცვლილებების შეტანა

Depmall იტოვებს უფლებას, ცვლილება შეიტანოს ამ წესებში ნებისმიერ დროს მომხმარებლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

ბოლო განახლება: 2025 წლის ივნისი.