IPL ეპილატორის გამოყენება სახლში

როგორ გამოვიყენოთ IPL ეპილატორი პირველად: ნაბიჯ ნაბიჯ

ახლახან შეიძინეთ IPL ეპილატორი და პირველი პროცედურისთვის ემზადებით? არაფერია რთული და დიდ დროსაც არ წაიღებს. მთავარია, კანი სწორად მოამზადოთ, შესაფერისი დონე შეარჩიოთ და აპარატი რეგულარულად გამოიყენოთ. ქვემოთ ნაბიჯ ნაბიჯ აგიხსნით, როგორ გამოიყენოთ IPL ეპილატორი პირველად. მაგალითად ავიღებთ Lumivea Prestige და Iborria Silk Pro მოდელებს.

სანამ დაიწყებთ

ჯერ დარწმუნდით, რომ IPL თქვენთვის შესაფერისია. ყველაზე კარგად მუქ და საშუალო ტონის თმაზე მუშაობს, ძალიან ღია, ჭაღარა ან წითურ თმაზე კი ეფექტი სუსტია. IPL არ გამოიყენება ტატუზე და ძლიერ გაღიზიანებულ, დაზიანებულ ან დამწვარ კანზე. თუ კანის განსაკუთრებული მდგომარეობა გაქვთ ან ორსულად ბრძანდებით, ჯერ ექიმს მოეთათბირეთ.

კომპლექტში მოყოლილი ინსტრუქციაც ერთხელ გადაიკითხეთ: იქ თქვენი მოდელის ყველა დეტალია აღწერილი.

ნაბიჯი 1. მოამზადეთ კანი

იმ ზონაზე, სადაც პროცედურას ჩაატარებთ, 2 მილიმეტრზე გრძელი თმა ფრთხილად გაიპარსეთ. საპარსი კომპლექტშივე მოყვება. გაპარსვა აუცილებელია, რადგან ასე სინათლის იმპულსი კანქვეშ არსებულ თმაზე უკეთ მოქმედებს.

შემდეგ კანი გაიწმინდეთ და კარგად შეიმშრალეთ. ნუ წაისვამთ კრემს, ზეთს ან სხვა საშუალებას: კანი სუფთა და მშრალი უნდა იყოს.

ნაბიჯი 2. ჩართეთ აპარატი

ეპილატორი დენის წყაროს შეაერთეთ და ჩართეთ. Lumivea Prestige მოდელზე ჩართვის ღილაკს დაახლოებით 1 წამით დააჭირეთ. თვალები სინათლის ციმციმისგან რომ დაიცვათ, გაიკეთეთ კომპლექტში მოყოლილი ეპილაციის სათვალე.

ნაბიჯი 3. აირჩიეთ დონე

პირველად ყოველთვის დაბალი დონით დაიწყეთ და საჭიროებისამებრ თანდათან მოუმატეთ. ასე ნახავთ, როგორ რეაგირებს თქვენი კანი.

  • Lumivea Prestige, 9 დონე: 1 დან 3 დონემდე სწრაფი რეჟიმია, 4 დან 7 დონემდე სტანდარტული, საშუალო სისქის თმისთვის (ფეხები, ხელები, ზურგი, მუცელი), 7 დან 9 დონემდე კი მაღალი, უხეში, მუქი ან სქელი თმისთვის (ფეხები, იღლიები, ბიკინის ზონა).
  • Iborria Silk Pro, 5 დონე: 1 და 2 სწრაფი რეჟიმია, 3 და 4 სტანდარტული, 5 კი მაღალი.

თუ კანი მგრძნობიარე გაქვთ, ჯერ პატარა მონაკვეთზე სცადეთ და მხოლოდ მერე გადადით მთელ ზონაზე.

ნაბიჯი 4. ჩაატარეთ პროცედურა

აპარატის ფანჯარა კანს ისე მიადეთ, რომ მთლიანად ეხებოდეს: ასე კონტაქტის სენსორი ამოქმედდება. მერე დააჭირეთ ღილაკს და სინათლის იმპულსი გაეშვება.

ორი რეჟიმი სხვადასხვა ზონისთვისაა:

  • ზუსტი რეჟიმი (Iborria მოდელზე Precise) პატარა ზონებისთვისაა, მაგალითად სახისა და თითებისთვის. იმპულსს ღილაკით თავად უშვებთ.
  • ავტომატური რეჟიმი (AUTO ან Glide) ფართო ზონებისთვისაა, მაგალითად ფეხებისა და ხელებისთვის. აპარატი კანზე თანაბრად გადააცურეთ და იმპულსები მოძრაობისას თავისით გაეშვება.

Lumivea Prestige მოდელზე, თუ გსურთ, გაგრილების ფუნქციაც ჩართეთ: ეკრანზე ფიფქის ნიშანი გამოჩნდება. გაგრილებით პროცედურა უფრო კომფორტულია, განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონებზე.

სახეზე აუცილებლად მოერიდეთ თვალის მიდამოს.

ნაბიჯი 5. გამოიყენეთ რეგულარულად

IPL ერთი პროცედურით არ მთავრდება, ის კურსით მუშაობს. თავიდან, ჩვეულებრივ, კვირაში ორჯერ გამოიყენეთ. როცა შედეგი გამოჩნდება, შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გამოიყენოთ, მერე კი პერიოდულად, საჭიროებისამებრ.

ჩვენი მოდელების აღწერის მიხედვით, პირველი ცვლილებები ხშირად რამდენიმე კვირაში ჩანს, სტაბილური შედეგისთვის კი დაახლოებით 8 დან 12 კვირამდე რეგულარული გამოყენებაა საჭირო. ამიტომ აქ ყველაზე მთავარი მოთმინება და გრაფიკის დაცვაა.

პროცედურის შემდეგ

აპარატი გამორთეთ და მშრალ ადგილას შეინახეთ. თუ კანი გაღიზიანდა, მომდევნო პროცედურა გადადეთ, სანამ არ დამშვიდდება: გაღიზიანებულ ადგილზე IPL არ გამოიყენება.

ხშირი შეცდომები

  • გაპარსვის გამოტოვება. გაუპარსავ კანზე იმპულსი ცუდად მოქმედებს და პროცედურაც ნაკლებად კომფორტულია.
  • კრემი ან ზეთი კანზე. პროცედურამდე კანი სუფთა და მშრალი უნდა იყოს.
  • მაშინვე მაღალი დონით დაწყება. დაიწყეთ დაბალი დონით და თანდათან მოუმატეთ.
  • არარეგულარული გამოყენება. შედეგი კურსის დაცვაზეა დამოკიდებული: ერთი ან ორი პროცედურა არ კმარა.
  • ტატუზე ან გაღიზიანებულ კანზე გამოყენება. ასეთ ადგილებს გვერდი აუარეთ.

ჯერ არ გაქვთ IPL ეპილატორი?

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომელი ეპილატორი აირჩიოთ, ერთ გვერდზე ერთად ნახავთ Lumivea Prestige, Iborria Silk Pro და მექანიკურ Philips BRE710/05 მოდელებს. კითხვები თუ დაგრჩათ, მოგვწერეთ WhatsApp ნომერზე 500056580.

Back to blog